Monday, March 8, 2010

LocoProm-ის პრესრელიზი / 8.03.2010

LOCOMOTIVE PROMOTION

პრეს–რელიზი 8.03.2010



ლეგენდარული Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი DVD-ზე გამოვა

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი როკ-ჯგუფის, Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი შესაძლოა DVD-ზე გამოიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი" ავრცელებს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ჯგუფის მენეჯერმა თავად შესთავაზა მათ თბილუსური ვიზიტისა და კონცერტის ვიდეო-ვერსიის გადაღება. ვიდეო-მასალა ინგლისში გაიგზავნება, დამუშავდება სპეციალისტების მიერ და მსოფლიოს მასშტაბით გამოიცემა ოფიციალურ დისკზე, სახელწოდებით Live In Tbilsi. გეგმის რეალიზაციაში მოსაყვანად მთავარი ფინანსების მოძიებაღა რჩება. "ლოკომოტივ პრომოუშენში" აცხადებენ, რომ სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში DVD აუცილებლად გამოვა და სპონსორის ლოგოც დისკის ყდაზე განთავსდება.
Uriah Heep მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ როკ-ჯგუფად, პროგრესივ და მელოდიური ჰარდ-როკის პიონერად ითვლება. აღსანიშნავია რომ ამ კალიბრის როკ-ჯგუფი თბილისს ჯერ არ წვევია.
Uriah Heep კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 19 მარტს გაიმართება. ბილეთები ფილარმონიის სალაროში უკვე იყიდება და ფასი 50 ლარიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი http://www.LocoProm.ge

კონტაქტი:
პრეს ცენტრი-გიორგი კიკონიშვილი
E-mail: giorgi.kikonishvili@locoprom.ge

Sunday, March 7, 2010

სიახლე

როგორც შეამჩნევდით, ბლოგის მარჯვენა კუთხეში ჩაემატა 3 ვიდეო ფანჯარა სადაც თბილისის 3 სხვადასხვა კუთხეში განთავსებული ვებ–ვიდეო ჩანს. კამერები განთავსებულია ფილარმონიის შენობაზე, რუსთაველზე მდებარე ფოსტის შენობაზე, მთაწმინდაზე (ადგილი ვერ დავადგინე:) ვიდეო სიგნალები http://www.livegeorgia.ge/–იდან არის აღებული. მადლობა მათ

Wednesday, March 3, 2010

ვიდეო ინტერვიუ – მამუკა ჩიხლაძე

ჩემი ბლოგი დღეიდან, კვირაში ერთხელ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუებს ცნობილ (და არც ისე ცნობილ) ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან.
გთავაზობთ ჯგუფ "მძიმე ჯვარის" და "Blues Factory"–ის გიტარისტის მამუკა ჩიხლაძის ინტერვიუს.

უახლოეს მომავალში,კ არის რეალური შესაძლებლობა შემოგთავაზოთ ინტერვიუ ლეგენდარულ მიკ ბოქსთან (Uriah Heep), თუმცა ეს საკითხი ჯერ გარკვევის პროცესში. ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს და არ გამოტოვოთ საინტერესო ამბები.

და კიდევ! მომწერეთ თუ ვისი ინტერვიუს ნახვას ისურვებდით, რომელი მუსიკოსის, ჯგუფის და ა.შ