Friday, February 19, 2010

URIAH HEEP ნაწილი 2

როგორც მოგეხსენებათ 19 მარტს ბრიტანული როკ ლეგენდა ჯგუფი "URIAH HEEP" თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში კონცერტს გამართავას. აუცილებლად უნდა ითქვას რომ კომპანია "Locomotive Promotion" დიდი ძალისხმევა გაწია ამ კონცერტის მოსაწყობად. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი დონის მსოფლიო გრანდ–როკ ჯგუფს კონცერტი არ გაუმართავს. ქართველი მელომანებისათვის ეს მართლაც, რომ არაჩვეულებრივი საჩუქარია. G.ROCK NEWS აუცილებლად შემოგთავაზებთ ვიდეო ინტერვიუს ჯუფის წევრებთან და ასევე გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას სხვა ჯგუფეთანაც.


ჯგუფი "Uriah Heep" 1969 წელს ლონდოშნი ჩამოყალიბდა, სახელი კი ცნობილი ბრიტანელი მწერლის ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების "დევიდ კოპერფილდის" ერთ–ერთი პერსონაჟისგან აიღეს.
ჟგუფის პირველი შემადგენლობა ასეთი სახის იყო წარმოდგენილი:
დევიდ ბაირონი (David Byron) – ვოკალი
მიკ ბოქსი (Mick Box) – გიტარა
კენ ჰენსლი (Ken Hensley) – კლავიში, ორღანი
პოლ ნიუტონი (Paul Newton) – ბას გიტარა
ალექს ნაპიერი (Alex Napier) – დრამი

წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა იცველბოდა და დღეისათვის ისინი ქართველი მსნელების წინაშე ასეთი სახით წარსდგებიან:



ბერნი შოუ (Bernie Shaw) – ვოკალი
მიკ ბოქსი (Mick Box) – გიტარა
ფილ ლანზონი (Phil Lanzon) – კლავიში, სინთეზატორი, ორღანი
ტრევორ ბოლდერი (Trevor Bolder) – ბას–გიტარა
რასელ გილბრუკი (Russell Gilbrook) – დრამი

აი ასეთ ფორმაში არიან

Tuesday, February 16, 2010

URIAH HEEP თბილისში

ბრიტანული ლეგენდარული ჯგუფი – URIAH HEEP თბილისსში 19 მარტს კონცერტს გამართავს.
ჯგუფის ჩამოყვანას კომპანია "Locomotive Promotion"–ახორციელებს. კომპანიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვა მსოფლიო გრანგ ჯგუფების ჩამოყავანა თბილისში.



კონცერტი ოფიციალური აფიშა



იხილეთ დარბაზის სქემა და ადგილების ფასები

ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში

Uriah Heep 1969 წელს ჩამოყალიბდა. იგი პროგრესივ და მელოდიური ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ჯგუფმა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისშივე გამოუშვა რიგი კომერციულად წარმატებული ალბომებისა, ისეთები როგორებიცაა Look At Yourself (1971), Magicians Birthday (1972) და სხვ. ამის შემდეგ ჯგუფმა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკულტო ჯგუფის სტატუსი შეიძინა. Uriah Heep დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

ჯგუფი ყოველ წელს ატარებს მსოფლიო ტურებს და მართავს სტადიონის მასშტაბის კონცერტებს. Uriah Heep პირველი დასავლური ჯგუფია, რომელმაც 1987 წელს გორბაჩოვის “გლასტნოსტის” პერიოდში კონცერტი გამართა საბჭოთა კავშირში. ჯგუფს გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი. Uriah Heep -ს 2009 წელს 40 წელი შეუსრულდა. 2008 წელს მან გამოუშვა ალბომი Wake the Sleeper, რომლის პრომო-ტურის ნაწილიც იქნება ჯგუფის კონცერტი თბილისში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

მოგესალმებით
როგორც იქნა მოება თავი და გაეშვა "G.ROCK NEWS" ბლოგი. ბლოგის იდეას და მიზანს წარმოადგენას, ქართული როკ სამყაროს სიახლეების, ჯგუფების მოღვაწეობის გაშუქება. დაგეგმილი და ჩატარებული კონცერტების განხილვა, აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალების დადება და შეფასება. თუმცა ეს არ არის საბოლოო კონცეფცია.

ბლოგზე აკრძალულია
1. შეუარცყოფის მიღენება ნებისმიერი ფორმით (არ იგულისხმება ჯანსაღი კრიტიკა ფაქტების მოშველიებით)
2. OFF-TOPIC თემები

სულ მალე ამ ბლოგს მიებმება ჩვენი გვერდი FACEBOOK-ზე და TWITTER ლაინი.