აფიშა,პრესა

LocoProm-ის პრესრელიზი / 8.03.2010

LOCOMOTIVE PROMOTION

პრეს–რელიზი 8.03.2010



ლეგენდარული Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი DVD-ზე გამოვა

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი როკ-ჯგუფის, Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი შესაძლოა DVD-ზე გამოიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი" ავრცელებს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ჯგუფის მენეჯერმა თავად შესთავაზა მათ თბილუსური ვიზიტისა და კონცერტის ვიდეო-ვერსიის გადაღება. ვიდეო-მასალა ინგლისში გაიგზავნება, დამუშავდება სპეციალისტების მიერ და მსოფლიოს მასშტაბით გამოიცემა ოფიციალურ დისკზე, სახელწოდებით Live In Tbilsi. გეგმის რეალიზაციაში მოსაყვანად მთავარი ფინანსების მოძიებაღა რჩება. "ლოკომოტივ პრომოუშენში" აცხადებენ, რომ სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში DVD აუცილებლად გამოვა და სპონსორის ლოგოც დისკის ყდაზე განთავსდება.
Uriah Heep მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ როკ-ჯგუფად, პროგრესივ და მელოდიური ჰარდ-როკის პიონერად ითვლება. აღსანიშნავია რომ ამ კალიბრის როკ-ჯგუფი თბილისს ჯერ არ წვევია.
Uriah Heep კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 19 მარტს გაიმართება. ბილეთები ფილარმონიის სალაროში უკვე იყიდება და ფასი 50 ლარიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი http://www.LocoProm.ge

კონტაქტი:
პრეს ცენტრი-გიორგი კიკონიშვილი
E-mail: giorgi.kikonishvili@locoprom.ge

=============================================================================
12/02/2010
Locomotive Promotion-ის პრესკონფერენცია












19 მარტს ფილარმონიაში Uriah Heep გამართავს კონცერტს. კონცერტის ორგანიზატორია საპრომოუთერო კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენი”, რომელიც 2008 წელს შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი როკ ჯგუფებისა და შემსრულებლების ჩამოყვანისა და ფართომასშტაბიანი საერთაშორისო როკ ფესტივალების მოწყობის მიზნით. კომპანიამ დღეს ოფიციალური პრეს კონფერენცია გამართა და კონცერტის დეტალებზე ისაუბრა. მათი სურვილია ქართველ მსმენელს წარუდგინოს როკ მუსიკის ყველა მიმართულების ლეგენდარული წარმომადგენლები და როგორც თავად აცხადებენ,არ აქვთ არანაირი ჟანრობრივი ან ეპოქალური შეზღუდვა მოსაწვევი ჯგუფების არჩევისას.გარდა აღნიშნული კონცერტისა, ლოკომოტივ პრომოუშენს უკვე დაგეგმილი აქვს 2010 წელს რამდენიმე უცხოელი ჯგუფის და შემსრულებლის ჩამოყვანა, რომელთა ვინაობასაც ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ,თუმცა მინიშნების სახით ვიცით, რომ ერთ-ერთი იქნება ის, ვინც 20 წლის წინ უკვე იყო თბილისში. (ჩართეთ ინტუიცია და მეხსიერება და თუ ვერაფერი მოიფიქრეთ, ისევე როგორც მე, ისევ გამორთეთ და დაელოდეთ უკვე ოფიციალურ ინფორმაციას ). კონცერტის ორგანიზატორები წელიწადში დაახლოებით 3-4 მსგავსი მასშტაბის კონცერტს გეგმავენ, რაც განხორციელების შემთხვევაში საკმაოდ სასიამოვნო იქნება სრულიად ქართველი მსმენელისთვის. იგეგმება ასევე ქართული ფესტივალი, სადაც აქცენტი არა უცხოელ როკ ლეგენდებზე, არამედ ქართველ შემსრულებლებზე გაკეთდება. უნდა აღინიშნოს რომ სწორედ “ლოკომოტივ პრომოუშენის” ორგანიზებული იყო 2008 წლის აგვისტოში, სტამბულის ერთ-ერთ ფესტივალზე ქართული როკ-ჯგუფის “მძიმე ჯვარის” მონაწილეობა.

რაც შეეხება კონცერტის პროგრამას, მასში შევა როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები 2008 წელს გამოშვებული ალბომიდან: Wake the Sleeper. მიუხედავად იმისა, რომ Uriah Heep-ს, როგორც ჯგუფს, 2009 წელს 40 წელი შეუსრულდა, მისი წევრები იდეალურ ფორმაში არიან და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფილარმონიაში ახლად გამოცვლილი აპარატურაა, მსმენელს სასიამოვნო მოლოდინი და კარგი კონცერტი აქვს წინ. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება ფილარმონიის სალაროებში და მათი ფასი 50-დან 150 ლარამდე იქნება.

“ლოკომოტივ პრომოუშენი” კიდევ ერთ პრესკონფერენციას 18 მარტს გამართავს უკვე Uriah Heep-თან ერთად.

ავტორი: ნასტასია არაბული
http://muzame.ge/4520-locomotive-promotion-press/