Friday, June 18, 2010

ამ ბლოგს ენა, რომ ჰქონდეს ალბად არავინ არ იცის რას მეტყოდა – რამდენჯერაც მე ეს გადავაკეთე და გადმოვაკეთე. ეს ახალი დიზანინი იმედია მალე არ მომბეზრდება...

Thursday, June 17, 2010

Elvis Presley - Always on my mind (Cover Version)

My ex-band "THE KINGS" - Tribute to ELVIS

THE KINGS - Knocking on the Heavens Door (cover Version)

Knocking on the Heavens door - Home recording - just for fun :)

DELTA SLIDE BLUES STYLE

Just playing some Delta blues tune, sorry for mobile phone :)))

November - Over

My Ex-band "NOVEMBER" on EURIVISION 09 Contest ;)


AC/DC Whole Lotta Rosie Cover Testing IBANEZ SA120 & GUITAR RIG 4

Funny joy time together with AC/DC

ZZtop "La Grange" Guitar Instrumental tribute

Testing Part #2 - ZZtop La Grange


Dream on USA

Demo - Testing my new Ibanez SA120 and Guitar RIG4

Uzabari March

My tribute to the Georgian Army - The Verowolf March - Composed and arranged by me, text by my good friend Mr.Mroveli


Me & the Devil Blues - Robert Johnson Cover

my tribute to Robert Johnson - thying to sing ;))) i hope you will also enjoy this one ;)

Tbilisi Summernight

My composition called 'Tbilisi summernight' - but i don't know why the YOUTUBE has written some errors about the sound, it's for the 2nd time it makes so. anyway it's tottaly mine and i hope that you enjoy it. recorded at home :))

THE "GT" BAND - TRIBUTE TO DEEP PURPLE

My band called "THE 'GT' Band" performing on CAUCASUS PLAYES DEEP PURPLE tribute concert - We where the #1 :) Sorry for Quality :)

Sunday, May 23, 2010

კონცერთის სურათები 13.05.2010








Friday, May 21, 2010

CAUCASUS PLAYES "DEEP PURPLE"

13 მაისს, კლუბ "ტრიუმფში" კომპანია "Locomotive Promotion" -ის მიერ მოეწყო ლეგენდარული "DEEP PURPLE"–ის Tribute საღამო.

კონცერტი მართლა კარგად წარიმართა, ბუნებრივია (და ეს ყველგან ხდება), იყო პატარა, უმნიშვნელო ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში კონცერტი უმაღლეს დონეზე შედგა. კონცერტში ქართულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა აზერბაიჯანულმა და სომხურმა ჯგუფებმა მიიღეს. პირადად მე სომხური ჯგუფის მოსმენისას ძალიან ვისიამოვნე და ასევე მინდტა ვთქვა, რომ ამ ჯგუფის ("ევა") გიტარისთი არტურ მარგარიანი სომხეთში ერთ–ერთ საუკეთესო გიტარისტად ითვლება – მოკლედ ძალიან ვისიამოვნე, აი როგორი შემადგნელობა წარსდგა 13 მაისს კლუბ "ტრიუმფში"

საქართველო:

1. ”Heavy Cross”  

2. "The Kings"

3. ”Defenders of Tanelorn”,  

4. ”Nebo SSSR”, ”

5.  "Pay for Freedom”,  

6.  ”ალუბალი”,   


აზერბაიჯანი

1. ”Sadnos”

2. "Strange Gathering”  


სომხეთი

1. ”Alien Time”

Monday, March 8, 2010

LocoProm-ის პრესრელიზი / 8.03.2010

LOCOMOTIVE PROMOTION

პრეს–რელიზი 8.03.2010



ლეგენდარული Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი DVD-ზე გამოვა

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი როკ-ჯგუფის, Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი შესაძლოა DVD-ზე გამოიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპრომოუტერო კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი" ავრცელებს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ჯგუფის მენეჯერმა თავად შესთავაზა მათ თბილუსური ვიზიტისა და კონცერტის ვიდეო-ვერსიის გადაღება. ვიდეო-მასალა ინგლისში გაიგზავნება, დამუშავდება სპეციალისტების მიერ და მსოფლიოს მასშტაბით გამოიცემა ოფიციალურ დისკზე, სახელწოდებით Live In Tbilsi. გეგმის რეალიზაციაში მოსაყვანად მთავარი ფინანსების მოძიებაღა რჩება. "ლოკომოტივ პრომოუშენში" აცხადებენ, რომ სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში DVD აუცილებლად გამოვა და სპონსორის ლოგოც დისკის ყდაზე განთავსდება.
Uriah Heep მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ როკ-ჯგუფად, პროგრესივ და მელოდიური ჰარდ-როკის პიონერად ითვლება. აღსანიშნავია რომ ამ კალიბრის როკ-ჯგუფი თბილისს ჯერ არ წვევია.
Uriah Heep კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 19 მარტს გაიმართება. ბილეთები ფილარმონიის სალაროში უკვე იყიდება და ფასი 50 ლარიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი http://www.LocoProm.ge

კონტაქტი:
პრეს ცენტრი-გიორგი კიკონიშვილი
E-mail: giorgi.kikonishvili@locoprom.ge

Sunday, March 7, 2010

სიახლე

როგორც შეამჩნევდით, ბლოგის მარჯვენა კუთხეში ჩაემატა 3 ვიდეო ფანჯარა სადაც თბილისის 3 სხვადასხვა კუთხეში განთავსებული ვებ–ვიდეო ჩანს. კამერები განთავსებულია ფილარმონიის შენობაზე, რუსთაველზე მდებარე ფოსტის შენობაზე, მთაწმინდაზე (ადგილი ვერ დავადგინე:) ვიდეო სიგნალები http://www.livegeorgia.ge/–იდან არის აღებული. მადლობა მათ

Wednesday, March 3, 2010

ვიდეო ინტერვიუ – მამუკა ჩიხლაძე

ჩემი ბლოგი დღეიდან, კვირაში ერთხელ წარმოგიდგენთ ვიდეო ინტერვიუებს ცნობილ (და არც ისე ცნობილ) ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან.
გთავაზობთ ჯგუფ "მძიმე ჯვარის" და "Blues Factory"–ის გიტარისტის მამუკა ჩიხლაძის ინტერვიუს.

უახლოეს მომავალში,კ არის რეალური შესაძლებლობა შემოგთავაზოთ ინტერვიუ ლეგენდარულ მიკ ბოქსთან (Uriah Heep), თუმცა ეს საკითხი ჯერ გარკვევის პროცესში. ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს და არ გამოტოვოთ საინტერესო ამბები.

და კიდევ! მომწერეთ თუ ვისი ინტერვიუს ნახვას ისურვებდით, რომელი მუსიკოსის, ჯგუფის და ა.შ

Friday, February 19, 2010

URIAH HEEP ნაწილი 2

როგორც მოგეხსენებათ 19 მარტს ბრიტანული როკ ლეგენდა ჯგუფი "URIAH HEEP" თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში კონცერტს გამართავას. აუცილებლად უნდა ითქვას რომ კომპანია "Locomotive Promotion" დიდი ძალისხმევა გაწია ამ კონცერტის მოსაწყობად. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი დონის მსოფლიო გრანდ–როკ ჯგუფს კონცერტი არ გაუმართავს. ქართველი მელომანებისათვის ეს მართლაც, რომ არაჩვეულებრივი საჩუქარია. G.ROCK NEWS აუცილებლად შემოგთავაზებთ ვიდეო ინტერვიუს ჯუფის წევრებთან და ასევე გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას სხვა ჯგუფეთანაც.


ჯგუფი "Uriah Heep" 1969 წელს ლონდოშნი ჩამოყალიბდა, სახელი კი ცნობილი ბრიტანელი მწერლის ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების "დევიდ კოპერფილდის" ერთ–ერთი პერსონაჟისგან აიღეს.
ჟგუფის პირველი შემადგენლობა ასეთი სახის იყო წარმოდგენილი:
დევიდ ბაირონი (David Byron) – ვოკალი
მიკ ბოქსი (Mick Box) – გიტარა
კენ ჰენსლი (Ken Hensley) – კლავიში, ორღანი
პოლ ნიუტონი (Paul Newton) – ბას გიტარა
ალექს ნაპიერი (Alex Napier) – დრამი

წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა იცველბოდა და დღეისათვის ისინი ქართველი მსნელების წინაშე ასეთი სახით წარსდგებიან:



ბერნი შოუ (Bernie Shaw) – ვოკალი
მიკ ბოქსი (Mick Box) – გიტარა
ფილ ლანზონი (Phil Lanzon) – კლავიში, სინთეზატორი, ორღანი
ტრევორ ბოლდერი (Trevor Bolder) – ბას–გიტარა
რასელ გილბრუკი (Russell Gilbrook) – დრამი

აი ასეთ ფორმაში არიან

Tuesday, February 16, 2010

URIAH HEEP თბილისში

ბრიტანული ლეგენდარული ჯგუფი – URIAH HEEP თბილისსში 19 მარტს კონცერტს გამართავს.
ჯგუფის ჩამოყვანას კომპანია "Locomotive Promotion"–ახორციელებს. კომპანიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვა მსოფლიო გრანგ ჯგუფების ჩამოყავანა თბილისში.



კონცერტი ოფიციალური აფიშა



იხილეთ დარბაზის სქემა და ადგილების ფასები

ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში

Uriah Heep 1969 წელს ჩამოყალიბდა. იგი პროგრესივ და მელოდიური ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ჯგუფმა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისშივე გამოუშვა რიგი კომერციულად წარმატებული ალბომებისა, ისეთები როგორებიცაა Look At Yourself (1971), Magicians Birthday (1972) და სხვ. ამის შემდეგ ჯგუფმა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკულტო ჯგუფის სტატუსი შეიძინა. Uriah Heep დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

ჯგუფი ყოველ წელს ატარებს მსოფლიო ტურებს და მართავს სტადიონის მასშტაბის კონცერტებს. Uriah Heep პირველი დასავლური ჯგუფია, რომელმაც 1987 წელს გორბაჩოვის “გლასტნოსტის” პერიოდში კონცერტი გამართა საბჭოთა კავშირში. ჯგუფს გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი. Uriah Heep -ს 2009 წელს 40 წელი შეუსრულდა. 2008 წელს მან გამოუშვა ალბომი Wake the Sleeper, რომლის პრომო-ტურის ნაწილიც იქნება ჯგუფის კონცერტი თბილისში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

მოგესალმებით
როგორც იქნა მოება თავი და გაეშვა "G.ROCK NEWS" ბლოგი. ბლოგის იდეას და მიზანს წარმოადგენას, ქართული როკ სამყაროს სიახლეების, ჯგუფების მოღვაწეობის გაშუქება. დაგეგმილი და ჩატარებული კონცერტების განხილვა, აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალების დადება და შეფასება. თუმცა ეს არ არის საბოლოო კონცეფცია.

ბლოგზე აკრძალულია
1. შეუარცყოფის მიღენება ნებისმიერი ფორმით (არ იგულისხმება ჯანსაღი კრიტიკა ფაქტების მოშველიებით)
2. OFF-TOPIC თემები

სულ მალე ამ ბლოგს მიებმება ჩვენი გვერდი FACEBOOK-ზე და TWITTER ლაინი.