ჯგუფის ჩამოყვანას კომპანია "Locomotive Promotion"–ახორციელებს. კომპანიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვა მსოფლიო გრანგ ჯგუფების ჩამოყავანა თბილისში.


კონცერტი ოფიციალური აფიშა

იხილეთ დარბაზის სქემა და ადგილების ფასები
ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში
Uriah Heep 1969 წელს ჩამოყალიბდა. იგი პროგრესივ და მელოდიური ჰარდ როკის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ჯგუფმა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისშივე გამოუშვა რიგი კომერციულად წარმატებული ალბომებისა, ისეთები როგორებიცაა Look At Yourself (1971), Magicians Birthday (1972) და სხვ. ამის შემდეგ ჯგუფმა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკულტო ჯგუფის სტატუსი შეიძინა. Uriah Heep დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.
ჯგუფი ყოველ წელს ატარებს მსოფლიო ტურებს და მართავს სტადიონის მასშტაბის კონცერტებს. Uriah Heep პირველი დასავლური ჯგუფია, რომელმაც 1987 წელს გორბაჩოვის “გლასტნოსტის” პერიოდში კონცერტი გამართა საბჭოთა კავშირში. ჯგუფს გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი ალბომი. Uriah Heep -ს 2009 წელს 40 წელი შეუსრულდა. 2008 წელს მან გამოუშვა ალბომი Wake the Sleeper, რომლის პრომო-ტურის ნაწილიც იქნება ჯგუფის კონცერტი თბილისში.
0 comments:
Post a Comment